უეფამ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო კლუბების რეიტინგი გამოაქვეყნა.
შეფასდა კლუბების გამოსვლა 1955 წლიდან 2019 წლამდე. თითო მოგებაზე გუნდს 2 ქულა დაერიცხა, ფრეზე – ერთი.
რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა მადრიდის „რეალმა“, რომელმაც 600 ქულა მოაგროვა. მეორე აღმოჩნდა „ბაიერნი“ (474), მესამე „ბარსელონაა“ (446).
ამასთან, „სამეფო კლუბი“ ყველაზე ხშიარდ მონაწილეობდა ჩემპიონთა ლიგისა და ჩემპიონთა თასის გათამაშებაში – 50-ჯერ და ჯამში 473 მატჩი ითამაშა.
რეიტინგის ტოპ 15
1. რეალი – 600 ქულა
2. ბაიერნი – 474
3. ბარსელონა – 446
4. მანჩესტერი – 374
5. იუვენტუსი – 349
6. მილანი – 314
7. ლივერპული – 289
8. ბენფიკა – 287
9. პორტო – 277
10. აიაქსი – 266
11. დინამო კიევი – 246
12. არსენალი – 245
13. სელტიკი – 236
14. ინტერი – 219
15. ჩელსი – 214