LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალის არარეალისტური რეალობა: სამეფო კლუბი მსაჯმა გაიყვანა

67

მადრიდის „რეალმა“ ურთულესი ბარიერი გადალახა: მიუნხენის „ბაიერნის“ გავლა უბრალო საქმე არ არის. ეს „სამეფო კლუბმა“ ერთხელაც გამოსცადა: რეკორდმაისტერს დანებება არ ჩვევია და ახლაც ბოლომდე იბრძოლა. იბრძოლა და მიზანთან ახლოსაც იყო, „ბერნაბეუზე“ მოიგო კიდეც, მაგრამ… ვიდეოგანმეორება რომ არსებობდეს, ვინ იცის ნახევარფინალის წილისყრას ვინ დაელოდებოდა. მსაჯმა ორი ისეთი შეცდომა დაუშვა, ყველაფერი სწორედ ამან გადაწყვიტა – ჯერ ვიდალი გაუგდო სტუმრებს (მეორე ყვითელი ბარათი), რამაც აშკარა უპირატესობის მქონე „ბაიერნი“ უკან დახია და მერე დამატებით დროში რონალდოს ალბათ მაინც გადამწყვეტი გოლი თამაშგარედან რომ გავიდა, ისიც ჩათვალა…
თამაში კი საუცხოო გამოდგა. დიდი ფეხბურთისთვის საჭირო და დამახასიათებელი ყველაფერი იყო თავისი დრამატული ფინალით. ორმა უდიდესმა გუნდმა ფეხბურთის გულშემატკივრებს ორი ლამაზი საღამო აჩუქეს, რომელშიც მეტად ესპანურ გრანდს გაუმართლდა… „რეალის“ რეალობა გრძელდება…
რეალი – ბაიერნი 4:2 დ.დ. 1:2

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი: ნავასი, ნაჩო, რამოსი, კარვახალი, მარსელო, კასემირო, კროოსი (კოვაჩიჩი 114), მოდრიჩი, ისკო (ლ.ვაზკესი 71), რონალდუ, ბენზემა (ასენსიო 64).
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ბაიერნი: ნოიერი, ჰუმელსი, ბოატენგი, ლამი, ალაბა, ალონსო (მიულერი 75), ვიდალი, ალკანტარა, რიბერი (კოშტა 71), რობენი, ლევანდოვსკი (კიმიხი 88).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (53 პენ.), 1:1, 2:2, 3:2 რონალდუ (76; 105; 110), 1:2 რამოსი (78 ს.კ.), 4:2 ასენსიო (112)
გაფრთხილებები: კასემირო – ვიდალი, ალონსო, ჰუმელსი, რობენი
გაძევება: ვიდალი (84)
მსაჯი: ვიქტორ კაშაი
სტატისტიკა – დარტყმები: 26 (12) – 19 (2), ბურთის ფლობა: 47% – 53%, კუთხურები: 7-10, თამაშგარეები: 3-2

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g