LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალურად იბადება ძლიერი, თავისუფალი უკრაინული ერი და ალბათ, მათაც თავის დროზე უნდა ეღირსოთ საკუთარი ეკლესიის ავტოკეფალია: ზურაბიშვილი

86
სალომე-ზურაბიშვილი

“არ შეიძლება, დღეს არ გავიხსენო ის, რაც უკრაინაში ხდება. რეალურად, იბადება ძლიერი, თავისუფალი უკრაინული ერი”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 105 წლისთავზე საუბრის დროს განაცხადა და პარალელი უკრაინასთან გაავლო.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არა საქართველოში ავტოკეფალიის აღდგენა, დღეს საქართველო არ იქნებოდა ერთ-ერთი დამოუკიდებელი, ძლიერი სახელმწიფო.

მისივე თქმით, უკრაინასაც თავის დროზე უნდა ეღირსოს საკუთარი ეკლესიის ავტოკეფალია:

“ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სარწმუნოებისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი თავისუფლებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, რომ არა ავტოკეფალიის აღდგენა, ალბათ არც თავისუფლების აღდგენა იქნებოდა და დღეს არ ვიქნებოდით, როგორც ერთ-ერთი დამოუკიდებელი, ძლიერი სახელმწიფო.

არ შეიძლება, რომ დღეს არ გავიხსენო ის, რაც ხდება უკრაინაში, სადაც რეალურად იბადება ძლიერი, თავისუფალი უკრაინული ერი და, ალბათ, მათაც თავის დროზე უნდა ეღირსოთ საკუთარი ეკლესიის ავტოკეფალია, რამეთუ რუსეთმა დაკარგა ყველა მორალური უფლება – იყოს რომელიმე სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთმორწმუნე“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის 105 წლისთავს აღნიშნავს.

პრემიერი: ჩვენი ბრძენი პატრიარქის დამსახურებაა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ყოველთვის იყო, არის და იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის ჩვენი ერის განვითარებისთვის 

mazda magti 5g