LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეჟისორ რობ რაინერისა და მისი მეუღლის სავარაუდო მკვლელი მათი ვაჟია – მედიაში შოკისმომგვრელი დეტალები ვრცელდება

746
page

როგორც ცნობილია, ცნობილი ამერიკელი რეჟისორის, რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელ რაინერის ცხედრები საკუთარ სახლში იპოვეს.

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ გამომძიებლები ოჯახის წევრის დაკითხვას ახორციელებენ. ამასთან, ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის კაპიტანმა, მაიკ ბლენდმა განაცხადა, რომ ეს აშკარა მკვლელობაა.

ცნობილი რეჟისორის, რობ რაინერისა და მისი მეუღლის ცხედრები საკუთარ სახლში იპოვეს

ახლახან მედიაში შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა. გამოცემა People-ის ცნობით, მათ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მათი ვაჟი, 32 წლის ნიკ რაინერია. წყაროს ცნობით, ნიკს წარსულში ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ 78 წლის რობ რაინერისა და 68 წლის მიშელ რაინერის ცხედრები მათმა 28 წლის ქალიშვილმა, რომიმ, ლოს-ანჯელესში მდებარე სახლში იპოვა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, რეჟისორის ცნობილი ნამუშევრებია: „როდესაც ჰარი შეხვდა სალის“„პატარძალი პრინცესა“„მიზერი“ და ა.შ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები