LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეფერენდუმის საფუძველზე აღდგენილი დამოუკიდებლობა, ამ მონაპოვრის დაცვას და მის გამყარებას გვავალდებულებს: სალომე ზურაბიშვილი.

138
სალომე-ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას რეფერენდუმის დღეს და პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს ულოცავს. როგორც ზურაბიშვილი Facebook-ზე წერს, რეფერენდუმის შედეგები და მის საფუძველზე აღდგენილი დამოუკიდებლობა ყველას გვავალდებულებს ამ მონაპოვრის დაცვას.

„დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღე და რეფერენდუმის დღეა! ყველას გილოცავთ ამ სიმბოლურ თარიღს! უნდა გვახსოვდეს, რომ რეფერენდუმის შედეგები და მის საფუძველზე აღდგენილი დამოუკიდებლობა ყველას გვავალდებულებს – გვევალება ამ მონაპოვრის დაცვა და მას გამყარება სჭირდება“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

magti 5g