LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგიონებში ინტენსიურად თოვს, ზოგან თოვლის საფარმა 2 მეტრს გადააჭარბა – რომელ გზებზე შეწყდა საავტომობილო მოძრაობა

154
საავტომობილო შეზღუდვა

საქართველოს რეგიონებში ინტენსიურად თოვს – მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარმა 2 მეტრს გადააჭარბა.

ამ დროისთვის მოძრაობა მთლიანად შეწყვეტილია ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალის, სოფელ პაქსაძეებიდან კურორტ გოდერძიმდე მონაკვეთზე.

მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როდემდე შენარჩუნდება ყინვები საქართველოში.

გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თოვს იმერეთშიც – მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა ორ მეტრს მიაღწია. იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძის განცხადებით, 20 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი.

თოვლმა ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით პრობლემა შექმნა გურიის სოფლებში – მაკვანეთსა და წითელმთაში.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და პრობლემა უახლოეს საათებში გადაიჭრება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები