LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე, დღეს, ქვეყანაში კვების პროდუქტის მარაგებისა და მომარაგების კუთხით პრობლემა არ არსებობს – ოთარ შამუგია

68
Untitled-design-2022-03-07T133403.377

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე, დღეს, ქვეყანაში კვების პროდუქტის მარაგებისა და მომარაგების კუთხით პრობლემა არ არსებობს. ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს, ფაქტობრივად, ყოველდღიური კომუნიკაცია იმპორტიორებთან და ვაწარმოებთ პროცესის სრულ მონიტორინგს; რის საფუძველზეც, შემიძლია გითხრათ, რომ სურსათით მომარაგების კუთხით, ამ ეტაპზე, შეფერხებები არ გვაქვს. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ დავეხმაროთ ბიზნესს ალტერნატიულ ბაზრებზე წვდომაში. თუმცა, არსებულმა ვითარებამ დაგვანახა, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის მიმართულებით უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო; სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, პირველ რიგში, მარცვლეულის წარმოების ზრდის ხელშეწყობისთვის საჭირო ღონისძიებების შემუშავებაზე და ძალიან მალე დარგის წარმომადგენლების და მეცნიერების ჩართულობით წარმოვადგენთ პროგრამას რომელიც სტიმულს მისცემს ქვეყანაში მარცვლეულის წარმოების მნიშვნელოვან ზრდას. ვფიქრობთ, შესაძლებელი იქნება, რამდენიმე წელიწადში, ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი გავზარდოთ 15-დან 50%-მდე და ჩვენ, ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების ზრდისთვის ხელშეწყობა. „ჩვენ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ფერმერებს დავუფინანსებთ საბრუნავი სახსრებისთვის აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს ოდენობით. თუმცა, აქაც კარგად გვესმის, რომ სესხი ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი მცირემიწიანი ფერმერებისთვის და მათ საწვავზე, სასუქებზე და პესტიციდებზე ფასების ზრდის პირობებში, სჭირდებათ მხარდაჭერა. ამაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და, უახლოეს პერიოდში, წარმოვადგენთ დახმარების პაკეტს, რომელიც გარკვეულწილად დაეხმარება ფერმერებს პროდუქციის მოყვანისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსებაში“, – დასძინა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g