სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი და მათგან უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
„შესაბამისად, არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ყველა ეს ობიექტი დღეიდან ამოქმედდებოდა“, – ამბობს ლევან დავითაშვილი.
მისივე განმარტებით, სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ერთი მხრივ, მოსახლეობას ჰქონდეს მუშაობის საშუალება და მეორე მხრივ, მსოფლიო პანდემიის პირობებში, დაცული იყოს უსაფრთხოების ყველა წესი.
როგორც დავითაშვილი აღნიშნავს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მედიკოსებთან მჭიდრო კომუნიკაციით, შეიმუშავა ძალიან დეტალური გაიდლაინები, რომელიც უზრუნველყოფს ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების დაცვას, ასევე ინფექციის გავრცელების რისკის შემცირებას.
დღეიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარული ბაზრები იხსნება
აგრარული ბაზრის შესასვლელებთან მომხმარებლები თერმოსკრინინგს გაივლიან.
შეგახსენებთ, დღეიდან ღია აგრარული ბაზრები როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში იხსნება. ტერიტორიაზე დაუშვებელია პირბადის გარეშე შესვლა. მომხმარებლებს ადგილზე თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ და გადაეცემათ ერთჯერადი ხელთათმანები. მკაცრად იქნება დაცული დისტანციაც.