LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგულარული სეზონი დასრულდა: დარჩა გადამწყვეტი მატჩები

23

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წითელი და თეთრი ჯგუფების მეთოთხმეტე ტურის მატჩები გაიმართა და ამით რეგულარული სეზონი დასრულდა.

თბილისის „დინამომ“ სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა, ქუთაისის „ტორპედომ“კი, მესამეზე.

თბილისის „ლოკომოტივმა“ ევროზონაში მოხვედრა ვერ შეძლო და სეზონი მეოთხე პოზიციაზე დაასრულა. ქობულეთის „შუქურა“ მეხუთე ადგილზე გავიდა და პლეი-აუტში მიიღებს მონაწილეობას.

ფოთის „კოლხეთი“ ევროზონის მიღმა დარჩა. ფოთის „კოლხეთის“ წარუმატებლობით „საბურთალომ“ ისარგებლა და ბოლო ტურში მოპოვებული გამარჯვებით ბრინჯაოს პლეი-ოფში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
გორის „დილას“ უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-აუტში მოუწევს მონაწილეობის მიღება.

უმაღლესი ლიგიდან გავარდა „ცხინვალი“.

თეთრ ჯგუფში ლიდერობა და შესაბამისად საჩემპიონო მატჩებში მონაწილეობა საჩხერის „ჩიხურამ“ რეგულარული სეზონის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე მოახერხა.

საჩემპიონო მატჩების მეორე მონაწილე „სამტრედიაა“.
30 ნოემბრიდან პლეი-ოფებისა და პლეი-აუტის მატჩები დაიწყება.

საჩემპიონო მატჩებში ერთმანეთს „სამტრედია“ და საჩხერის „ჩიხურა“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრები 3-11 დეკემბერს გაიმართება. ფინალური შეხვედრის წილისყრა კი, 28 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართება.

ბრინჯაოს პლეი-ოფი ორ ეტაპად ჩატარდება. ნახერვაფინალური ეტაპის მატჩები 30 ნოემბერს და 4 დეკემბერს გაიმართება. მცირე ფინალში გამსვლელი გუნდები ორმატჩიანი დაპირისპირებით გაირკვევიან. ფინალური შეხვედრა კი, ერთმატჩიანი იქნება და 10 დეკემბერს შედგება.

ბრინჯაოს პლეი-ოფი

30 ნოემბერი
საბურთალო – დინამო თბ
ტორპედო – დინამო ბთ

4 დეკემბერი
დინამო თბ – საბურთალო
დინამო ბთ – ტორპედო
უმაღლესი ლიგის პლეი-აუტის მატჩები 1-6 დეკემბერს გაიმართება. ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვებული გუნდები უძლიერესთა შორის ადგილს შეინარჩუნებენ. დამარცხებულები კი, რანგით დაბალ ლიგაში დაქვეითდებიან.

პლეი-აუტი

1 დეკემბერი
სიონი – შუქურა
გურია – დილა

6 დეკემბერი
შუქურა – სიონი
დილა – გურია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები