საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარს ეხმიანება. საქმე ეხება აუტიზმის მქონე ბავშვს და მის მშობელს, რომლებიც რეისზე არ დაუშვეს
აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ბავშვის შეტევას შეესწრო ხომალდის მეთაური და ბორტზე მის ასაყვანად შესაბამისი სამედიცინო დასკვნა მოითხოვა.
როგორც აეროპორტების გაერთიანება აცხადებს, ეკიპაჟის მეთაურმა მოითხოვა შესაბამისი სამედიცინო ცნობა ინგლისურ ენაზე, რომ ბავშვისთვის ფრენა საშიში არ არის და არც სხვა მგზავრებს შეუქმნიდა ფრენისას დისკომფორტს.
“ბუნებრივია, აეროპორტის ექიმის კომპეტენცია მსგავსი ცნობის გაცემისგან მოკლებულია. თავად ბავშვის მშობელს კი ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა არ გააჩნდა. შესაბამისად, ავიაკომპანიის ხომალდის მეთაურმა ბორტზე მგზავრის დაშვებისგან თავი შეიკავა,” – ნათქვამია განცხადებაში.
ავიაკომპანია Wizz Air-ის გადაწყვეტილებით, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვი და მისი მშობელი, რომლებიც ბავშვის გაღიზიანების გამო ბორტზე არ აუშვეს, შემდეგი რეისით, 26 აგვისტოს ათენში უფასოდ გაფრინდებიან.
მშობლის თქმით, აუტიზმის გამო ის და მისი შვილი რეისიდან მოხსნეს