LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეიტინგში 74-ე ადგილზე მყოფი და ოთხ მილიონზე ნაკლები მოსახლეობის ერისთვის ეს იყო ფეხბურთის უდიდესი ღამე ქვეყნის ისტორიაში“ – როგორ ეხმაურება საერთაშორისო მედია საქართველო – პორტუგალიის მატჩს

255
საქართველო ევრო 2024-ზე

„სიენენი“ პორტუგალიასა და საქართველოს შორის გუშინ გამართულ მატჩს ეხმაურება, რომელიც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.

„გელზენკირხენში, სტადიონის შიგნით ისეთი ხმა გაისმა, რომ შესაძლოა, ეს ხმა თბილისშიც ისმოდა. რეიტინგში 74-ე ადგილზე მყოფი და ოთხ მილიონზე ნაკლები მოსახლეობის ერისთვის ეს იყო ფეხბურთის უდიდესი ღამე ქვეყნის ისტორიაში“, – წერს „სიენენი“.

საქართველოს მიერ პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების დამარცხებას „ნიუ იორკ თაიმსი“ ევრო-2024-ის უდიდეს შოკად აფასებს.

„ევრო 2024-ის ყველაზე დიდი შოკი (FIFA-ს მსოფლიო რეიტინგის მიხედვით), საქართველომ პორტუგალია 2:0 დაამარცხა, რითაც ქვეყნისთვის სადებიუტო მასშტაბურ ტურნირში პლეი ოფში ადგილი უზრუნველყო“, – წერს გამოცემა

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ საქართველომ პირველი გოლი მეორე წუთზე უზომოდ ნიჭიერი ხვიჩა კვარაცხელიას წყალობით გაიტანა, რასაც მეორე ტაიმში გიორგი მიქაუტაძის პენალტი მოჰყვა.

„საქართველოს გასაოცარი გამარჯვება ნიშნავს, რომ თურქეთის შემდგომ მესამე ადგილზე გავიდნენ და მათი ჯილდოა კვირას კიოლნში, ესპანეთთან მატჩი. ეს იქნება რთული პერსპექტივა, შეხვდე ტურნირის ერთადერთ გუნდს, რომელსაც მოგების 100-პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს. მაგრამ ისინი ეცდებიან, კიდევ ერთი გადატრიალება მოახდინონ“, – წერს „ნიუ იორკ თაიმსი“.

„ახლა მაინც არ რცხვენია იმ ხალხს, ვინც კვარაცხელიას ლანძღავდა!… თუ მიაქციეთ ყურადღება, ინტერვიუს დროს ძალიან გულდაწყვეტილმა თქვა, ვულოცავ ყველა გულშემატკივარს, კარგებს და ცუდებსაცო… ახლა მაინც შეგრცხვეთ, დადუმდით ყველა“ – ოთარ ტატიშვილი

საქართველომ ისტორია დაწერა და ევრო-2024-ზე პორტუგალიაზე გამარჯვებით, მისთვის პირველი მსხვილი ტურნირის პლეიოფში გადავიდა. ამის შესახებ კი „ბიბისი სპორტი“ წერს.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, პორტუგალია ჯგუფიდან უკვე გასული იყო, თუმცა შოკირებული იყო ჯგუფის ფინალური მატჩის დროს, როდესაც თამაშის დაწყების მეორე წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიამ პორტუგალიელ მეკარე დიეგო კოშტას გოლი გაუტანა.

აუტსაიდერებს დომინირება არ სჭირდებოდათ და ისარგებლეს თავიანთი შანსით, როდესაც მეორე ტაიმში გიორგი მიქაუტაძემ პენალტი შეასრულა, რამაც საქართველო შოკისმომგვრელი წარმატებისკენ გზა კიდევ უფრო გაუკვალა.

საქართველო კმაყოფილი იყო, რომ პორტუგალიას ბურთის ფლობაზე კონტროლი მისცა, რადგან მტკიცე თავდაცვა ჰქონდათ, კეტავდნენ სივრცეს, რათა პორტუგალიის შანსები შეემცირებინათ და ელოდნენ კონტრშეტევის შესაძლებლობას.

„არ გავჩერდებით, ესპანეთთან მატჩისას ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ და ქომაგები გავახაროთ“ – გიორგი მიქაუტაძე

ვიდეო: „თამაშის წინ მოვიდა და გამამხნევა… ძალიან დიდი ფეხბურთელი და ადამიანია… ციფრი 26 ჩვენთვის განსაკუთრებული და დიდი ციფრია, დღეს ვნახეთ, რომ ბრძოლა ყველასთან შეიძლება“ – ხვიჩა კვარაცხელია

„ბიბისი სპორტის“ შეფასებით, პორტუგალიის დამარცხებით საქართველომ ისტორიაში, ფიფა-ს რეიტინგის თანახმად, ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე დიდი გადატრიალება მოახდინა და თავიანთ სადებიუტო მსხვილ ტურნირზე დაუვიწყარი საღამო შექმნა.

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ ევრო-ს საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ბურთის ფლობის ყველაზე დაბალი საშუალო მაჩვენებელი ჰქონდა, თუმცა თავი გაართვეს და გავიდნენ ფინალურ ეტაპზე. პორტუგალიასთან ბურთის ფლობის დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ, თუმცა გააკეთეს ის, რაც საჭირო იყო და გააკეთეს ეს შთამბეჭდავად.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.

ბიძინა ივანიშვილი საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს: „ეროვნულ გუნდს დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა, შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი, დამატებით კიდევ 30 მილიონი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები