თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ევროპა ამ ზამთარს სერიოზული პრობლემებით გაატარებს.
როგორც ერდოღანმა ბოსნია და ჰერცეგოვინაში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, ევროპამ რაც დათესა, იმას მოიმკის.
„ამ დროისთვის ბუნებრივ აირთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ევროპა რეალურად მოიმკის, რასაც თესავს – ევროპის დამოკიდებულება პუტინის მიმართ, სანქციების პრაქტიკა.
რა თქმა უნდა, პუტინმაც უთხრა მათ: „თუ თქვენ ამას აკეთებთ, მაშინ მეც ასე გავაკეთებ“.
თავად პუტინი იყენებს ყველა საშუალებას და იარაღს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ბუნებრივი აირი. სამწუხაროდ, არ გვინდა, მაგრამ ევროპაში ამჟამად ასეთი მდგომარეობა ვითარდება და ვფიქრობ, რომ ევროპა ამ ზამთარს სერიოზული პრობლემებით გაატარებს. ჩვენ ასეთი პრობლემა არ გვაქვს.“– განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.