LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეკომენდებულია არ იყოს თავშეყრები, კვება და ალკოჰოლის მირთმევა – ამ დროს ინფექცია ადვილად ვრცელდება“: ამირან გამყრელიძე

191
ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საზოგადოებას რეკომენდაციას სთავაზობს, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის პერიოდში „არ იყოს თავშეყრები, კვება და ალკოჰოლის მირთმევა“. როგორც გამყრელიძემ „პირველ არხთან“ საუბრისას განმარტა, სასურველია დაცული იყოს რეგულაციები, რადგან ინფექცია „ამ დროს შედარებით ადვილად ვრცელდება“.

ამირან გამყრელიძე: სტაბილური ეპიდსიტუაციის შესანარჩუნებლად აუცილებელია სააღდგომო დღეებში პირბადის ტარების წესისა და ტაძრებში დისტანციის დაცვა

„სააღდგომო დღეებში და განსაკუთრებით შემდგომ, როდესაც მივდივართ ჩვენი ახლობლების სასაფლაოებზე, სასურველია, დაცული იყოს რეგულაციები. განსაკუთრებით რეკომენდებულია, რომ არ იყოს დიდი თავშეყრები, არ იყოს განსაკუთრებით კვება და ალკოჰოლის მირთმევა ამ პერიოდში. ხაზს ვუსვამ, ამ დროს ინფექცია შედარებით ადვილად ვრცელდება. ჩვენ თუ ყველაფერი ეს დავიცავით, ვფიქრობ ეპიდსიტუაცია ასე მშვიდად უნდა გაგრძელდეს და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მაისიც ასეთი მშვიდი და სტაბილური ეპიდსიტუაციით გავიაროთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 259 პირი