LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 259 პირი

85
coronavir

საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 259 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეშივე კორონავირუსით გარდაცვლილა ორი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 7 360 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 080, „პისიარ“-ტესტით – 1 280.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,18%, ბოლო 14 დღის – 1,21%, ბოლო 7 დღის – 1,15%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 654 163 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 635 550 გამოჯანმრთელდა, 16 797 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 877 023 აცრა, დღიურად აცრილია 63.

ამასთან, 22 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 301 პირი, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g