Renault-მა მომავლის სუპერქარი წარმოადგინა. პრემიუმ-კლასის უპილოტო მოდელის Ex-Ultimo-ს პრემიერა პარიზის ავტოსალონზე შედგა. ინოვაციურ ავტომობილს მეოთხე დონის ავტოპილოტი აქვს, რაც მას საშუალებას აძლევს რომ მგზავრის მიერ შერჩეული მარშრუტი ქალაქის პირობებშიც კი უპრობლემოდ გაიაროს.
სუპერქარს სალონში ავტონომიური მართვისთვის განკუთვნილი კამერები, ლოკაციის განმსაზღვრელი სისტემები და გადამცემები აქვს დამონტაჟებული, რაც ავტომობილის ადგილმდებარეობის დასადგენადაა განკუთვნილი. მომავლის ქარის სიგრძე 5.8 მეტრია და მისი სალონი ერთი შეხედვით „საცხოვრებელ ოთახსაც“ კი გავს. დიზაინი ტყავის, მარმარილოსა და ხისგანაა დამზადებული და სალონში გარდა სავარძლებისა მაგიდაცაა მოთავსებული.
აღსანიშნავია, რომ მეტი კომფორტისთვის, მოძრაობის დროს ავტომობილი სარკისებურ ვიზუალს იღებს, ამიტომ შიგნით მყოფი ადამიანების დანახვა შეუძლებელი ხდება.