LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Renault-Nissan-ის ყოფილი თავკაცის გაქცევაზე ფილმი გადაიღეს

163
Apple_TV_Wanted_The_Escape_Of_Carlos_Ghosn_key_art_graphic_header_4_1_show_home.jpg.og

გამოვიდა დოკუმენტური ფილმი Wanted: The Escape of Carlos Ghosn – ის ეძღვნება Renault-Nissan-Mitsubishi-ის ყოფილი თავკაცის კარლოს გონის გაქცევას იაპონიიდან.

პროექტი 4-სერიანია და ჯერ ხელმისაწვდომი მხოლოდ პირველი სერიაა.

რეჟისორი ჯეიმს ჯონსი ლიბანში ჩავიდა, რათა გონი და მისი მეუღლე კეროლი ენახა. მათთან გულახდილი საუბრის გარეშე ფილმი არ გამოვიდოდაო, აღნიშნა რეჟისორმა.

ფილმში ჩასმულია ინტერვიუები ლუი შვეიცერთან (Renault-ს ყოფილი ხელმძღვანელი), ენდი პალმერთან (Nissan-ის ყოფილი დირექტორი), არნო მონტებურთან (საფრანგეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი), ტაკასი იამასიტთან (იაპონიის ყოფილი იუსტიციის მინისტრი), ხიროტო საიკავასთან (Nissan-ის ყოფილი გენერალური დირექტორი).

კარლოს გონი 2018 წელს დააკავეს ტოკიოში და ფინანსური კანონმდებლობის დარღვევაში დაადანაშაულეს. ამბობენ, რომ 5 წელიწადში Nissan-სგან თითქმის 89 მლნ დოლარი მიიღო, ხოლო გადასახადებისთვის დეკლარაციაში მხოლოდ ნახევარი მიუთითა. 2019 წელს კარლოსმა მოახერხა შიდაპატიმრობიდან გაქცევა. ამაში ყოფილი სპეცრაზმელები დაეხმარნენ, რომლებმაც ის მუსიკალური ინსტრუმენტის ყუთში ჩასვეს და შემდეგ ლიბანში გადაიყვანეს კერძო ბიზნეს-ჯეტით.

კარლოს გონი ალიანს Renault-Nissan-ის შემქმნელია.

გონი არაერთხელ ამბობდა, რომ მის წინააღმდეგ საქმე შეკერილია და პოლიტიკური ქვეტექსტი გააჩნდა.

Renault-Nissan-Mitsubishi-ის ყოფილი თავკაცი 60 წლისაა და სამი ქვეყნის – საფრანგეთის, ბრაზილიისა და ლიბანის მოქალაქეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები