დიდი ხანია რენე ზელვეგერი აქტიურ პროფესიულ საქმიანობას აღარ ეწევა, თუმცა როგორც ჩანს ამერიკელ ვარსკვლავს ჩრდილქვეშ ყოფნა მობეზრდა.
საქმე ისაა, რომ სულ მალე ეკრანებზე ახალი ფილმი 50 წლის მსახიობის მონაწილეობით, ”ჯუდი” გამოდის, რომელშიც ის ლეგენდარულ ჯუდი გარლენდს განასახიერებს.
გაირკვა, რომ ბიოპიკის პარალელურად, დღის სინათლეს რენეს პირველი სოლო სტუდიური ალბომი იხილავს, რომელიც ლაიზა მინელის დედის სიმღერების ქავერებით დაკომპლექტდება.

რენე ზელვეგერი ”ჯუდის” გადაღებებზე
ცნობისთვის, ”ჯუდის” რელიზი აშშ-ში 27 სექტემბერს, გაერთიანებულ სამეფოში კი 4 სექტემბერს შედგება.