LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესტორან „მეიდანთან“ ცეცხლსასროლი იარაღით ორი მამაკაცი დაჭრეს

საპატრულო-ლენტი-შსს-პოლიცია-1

თბილისში, რესტორან „მეიდანთან“ ცეცხლსასროლი იარაღით ორი მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g