LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რევაზ ბოჭორიშვილი: „ჯაფარიძის ვითომ დებატები ამის მაგალითია. არადა, რამდენი რამის მართლა გაპროტესტება შეიძლებოდა რეალური არგუმენტებით, ისტერიკის გარეშე…“

278
bojorishvili45

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი აფასებს საქართველოში მეორად აცრებთან დაკავშირებით შეფერხებას და აღნიშნავს, რომ ამას გამართლება ვერ მოეძებნება ქვეყანაში, რომელიც საკუთარ თავს კოვიდ კრიზისის მსოფლიოში საუკეთესოდ მმართველს ეძახის.

რევაზ ბოჭორიშვილი:

„ვაქცინების ნაკლებობას კიდევ რაღაც გამართლება თუ არა, რაციონალური ახსნა მოეძებნება. აი, როდესაც იმ საწყალი დოზების გამოყენებაც ვერ ხერხდება…

გუშინ საღამოს და დღეს დილას ბევრი მეგობრის გვერდზე წავაწყდი ინფორმაციას აცრის გადავადებაზე  შეტყობინების  მიღების შესახებ…

ამას რა გამართლება უნდა მოეძებნოს კოვიდ კრიზისის მსოფლიოში საუკეთესოდ მართვის ქვეყანაში?

რეალურად კი ეს (ესეც) სახელმწიფო მართვის ყველა სფეროში ღიად მოდებული არაპროფესიონალიზმის, უპასუხისმგებლობისა და უბრალოდ ფეხებზე მკიდიაობის კიდევ ერთი მაგალითია…

აქვე ვიტყვი. ზოგი, ვინც თითქოს ამის წინააღმდეგ ილაშქრებს, პრიმიტიული პოპულისტობისა და დილეტანტობის გამო უკუშედეგს აღწევს… ჯაფარიძის ვითომ დებატები ამის მაგალითია. არადა, რამდენი რამის მართლა გაპროტესტება შეიძლებოდა რეალური არგუმენტებით, ისტერიკის გარეშე…

თანაც, ასე დაემთხვა. საფრანგეთმა სწორედ ამ დღეებში 2 ინიექციას შორის ინტერვალი შეამცირა. და აქ ხელისუფლების არგუმენტებია საინტერესო.

ლამის ყველამ იცის რომ კი, 1 დოზაც გარკვეულად ეფექტურია, მაგრამ არასრულად. ხოდა, დელტა ვარიანტის სწრაფი გავრცელების ფონზე რაც უფრო მეტი და რაც უფრო სწრაფად იქნება სრულად აცრილი, მით უფრო ადვილად მოხდება ამ ვარინტთან გამკლავება.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ეს ადამიანებს გაუადვილებს არდადეგების და ზოგად ზაფხულის დაგეგმვას…

ასევე, აცრის მსურველთა რაოდენობა 80% -მდე გაიზარდაო და რაც უფრო ადვილ და სწრაფ სქემებს შევთავაზებთ, უფრო

კარგი იქნებაო….

მოკლედ. სადამდე?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები