LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეზო და ბავშვები“ განცხადებას ავრცელებს: „ნოემბერში ზეპირი შეთანხმება შედგა საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე… და როდესაც ქვეყანას არ ეკონცერტება, ცხადია, არც ჩვენ გვეკონცერტება. მიმდინარეობს ორკესტრირებული შეტევა ჩვენზე და ჩვენი ოჯახის წევრებზე…“

477
რეზო და ბავშვები

„რეზო და ბავშვები“ ეხმიანება ინფორმაციას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ინფორმაციის თანახმად, ჯგუფი ნაძვის ხის ანთების პროცესს 6 დეკემბერს უნდა დასწრებოდა და კონცერტი გაემართა. „რეზო და ბავშვების“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს შეთანხმება ნოემბერში ზეპირსიტყვიერად შედგა და კონცერტის გამართვას ჯგუფი არ აპირებს.

„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე – პოსტი:

ნოემბერში ზეპირი შეთანხმება შედგა საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე.

(ისევე, როგორც წინა წლებში, ხდებოდა ხოლმე, შემდეგ შეიცვალა მოვლენები).

და როდესაც ქვეყანას არ ეკონცერტება, ცხადია, არც ჩვენ გვეკონცერტება. სამი დღეა არ წყდება ზეწოლა და ბულინგი ჩვენ მიმართ. ლანძღვა. ისმის მუქარები, სხვადასხვა მოწოდება. მიმდინარეობს ორკესტრირებული შეტევა ჩვენზე და ჩვენი ოჯახის წევრებზე.

ტყუილის გამო. არარსებული კონცერტის გამო.

უბრალოდ. დაფიქრდით….

გაუმარჯოს საქართველოს 🇬🇪

და ბოლოს:

იმ ბავშვებისთვის, ვიინც, მთელი წელი, საუკეთესოდ იქცეოდა, რომ ახალ წელს დამსახურებული საჩუქარი ნაძვის ხესთან მიეღო – აუცილებლად მიიღებს.

მნიშვნელობა არ აქვს. ვინ დაუკრავს იმ დროისთვის, იმ კონცერტზე.

რეზო და ბავშვები…“

ახლახან მთავარი საახალწლო ნაძვის ხის შესახებ ისაუბრა მერიის პრესსამსახურმაც.

„საახალწლო ნაძვის ხე, ალბათ, ტრადიციულ ადგილას დაიდგმება, ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს. ამ თემაზე საუბარი ძალიან ადრეა“, – განუცხადეს „ფორტუნას“ თბილისის მერიის პრესამსახურში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g