ცნობილი რეჟისორი, რეზო გიგინეიშვილი ნინო ქათამაძის მხარდასაჭერ პოსტს და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ მომღერალმა განაცხადა, რომ მოსკოვში ჯაზფესტივალზე მისი გამოსვლა რუსეთში ბოლო კონცერტი იყო, რომელიც ჩაატარა. მანამდე მომღერალი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია.
რეზო გიგინეიშვილი წერს:
„ჩემო ნინო, ჩემო ნიჭიერო ადამიანო, თვითმყოფადო მხატვარო, რომელიც ღირსებით ცხოვრობს!.. შენ შენს შემოქმედებაში არავის ბაძავდი. მადლობას გიხდი – შენი მუსიკისთვის, შესანიშნავი კონცერტებისთვის, სადაც სიამაყით ვეპატიჟებოდი ჩემს მეგობრებს და ვიცოდი, რომ ყველა შეგიყვარებდა შენ და შესაბამისად, ჩვენს საქართველოს. დიდი მადლობა ჩემი ფილმების საუნდტრეკებისთვის, დღესასწაულებისთვის, რომლებსაც ჩვენ ვაწყობდით და მოვაწყობთ მომავალშიც.
შენ ჩემი მეგობარი იქნები მუდამ. და თავს დავუკრავ ჯგუფს „ინსაითი“, უჩას, გოჩას, დათუჩას!..“