LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანა 2025 წლის გლასტონბერის ფესტივალის ჰედლაინერი იქნება

165
1_Untitled-design-6

რიანა ერთ-ერთია იმ არტისტთა შორის, რომლებიც შესაძლოა მომავალ წელს სათავეში გლასტონბერის ფესტივალს ჩაუდგნენ. როგორც ცნობილია, განიხილება ასევე ტეილორ სვიფტის, ჰარი სტაილზის, მადონასა და სხვების კანდიდატურა. წლევანდელი ფესტივალის ჰედლაინერები დუა ლიპა, შანია ტვეინი, Coldplay და SZA იყვნენ.

დუა ლიპას ახდენილი ოცნება – მომღერალი ,,გლასტოზე” ჰედლაინერის სტატუსით გამოვიდა

მიუხედავად იმისა, რომ ბარბადოსელ ლამაზმანს შემოქმედებითი პაუზა დროში ძალიან გაეწელა, მისი გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდებიან, როდის დაბრუნდება ის სცენაზე.

ახლახან კვლავ აქტიურად დაიწყეს საუბარი იმის შესახებ, რომ 36 წლის არტისტის ,,ქამბექს” ,,გლასტოზე” უნდა ველოდოთ. მოარული ხმების თანახმად, სწორედ მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ დღესასწაულზე დააანონსებს ის ნანატრ ახალ ალბომსა და მსოფლიო ტურნეს.

ინსაიდერის ინფორმაციით, რირის გეგმაში ხმაურიანი დაბრუნება შარშან ჰქონდა, თუმცა ფესტივალის ჰედლაინერობაზე უარის თქმა, მეორე შვილზე ორსულობის გამო მოუხდა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე რიანა გლასტონბერზე, არასდროს გამოსულა. 2016 წლის შემდეგ, მან 2023-ში ,,ოსკარებზე”, ასევე ,,სუპერ-ბოულის” ტაიმებს შორის იმღერა. ცოტა ხნის წინ კი, მუსიკალურად მსოფლიოს ერთ-ერთი მილიარდერის, მუკეშ ამბანის ვაჟის წინა საქორწილო წვეულება გააფორმა. კერძო პერფორმანსში, მან სოლიდური ჰონორარი მიიღო.

რიანას ახალი რეკორდი და პირველი პერფორმანსი ინდოეთში

რიანას სიზარმაცისთვის აკრიტიკებენ – რაში გადაუხადეს მას 6 მილიონზე მეტი?

რიანამ ამ დროისთვის ბოლო, მერვე სტუდიური ალბომი – Anti, 8 წლის წინ გამოუშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები