LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანა და ჰასან ჯამილი ჩხუბის დროს გადაიღეს (ფოტო)

61

რიანასა და მისი არაბი ბიზნესმენის, ჰასან ჯამილის დაშორების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. არცერთ მათგანს ამ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია. ამ დღეებში კი წყვილი პაპარაცებმა მეხიკოში გადაიღეს.

ფოტოებზე ჩანს, რომ ვარსკვლავი, რომელიც აუზის პირას ზის, ძალიან გაბრაზებულია. თვალშისაცემია მისი და მისი ბოიფრენდის ემოციური საუბარი, რომელსაც თან ხელის ჟესტებიც ერთვის. კადრებში ჩანს, რომ შუა ლაპარაკის დროს ჯამილი დგება და მიდის, მარტო დარჩენილი რიანა კი ტერიტორიას მას შემდეგ ტოვებს, რაც პაპარაცების ობიექტივს დაინახავს.

შეგახსენებთ, რომ წყვილის რომანის შესახებ ცნობილი 2017 წლის ივნისში გახდა ცნობილი. მანამდე არაბ მილიარდერს ურთიერთობა სუპერმოდელ ნაომი კემპბელთან ჰქონდა.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები