LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანა ფრანგული Vogue-ის ყდაზე თავზე პირსახოცით გამოჩნდა

11

ფრანგული Vogue-ს რედაქტორმა, ემანუელ ალტმა თავისი ინსტაგრამის გვერდზე საზეიმო, დეკემბრის ნომრისთვის გაწეული მუშაობის შედეგები გამოაქვეყნა. მთავარი გმირი, რომელიც ყდას ამშვენებს, 29 წლის რიანაა.

გარდა იმისა, რომ მომღერალმა ჟურნალისთვის სამი სხვადასხვა იმიჯი მოირგო, მან მიწვეულ რედაქტორადაც იმუშავა და ჟურნალის გუნდთან ერთად საახალწლო კონტენტი შექმნა.

ყდისთვის ფოტოები მოდის სამყაროში ცნობილმა ფოტოგრაფებმა გადაიღეს.

ფოტოებზე რიანა ბეწვის მოსაცმელსა და თავზე პირსახოცით, ასევე კრისტიან დიორის თეთრეულსა და ცნობილ ფრანგულ სტილში პოზირებს.ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები