რიანა აქტიურად განაგრძობს საკუთარი ბრენდის, Savage x Fenty-ის ახალი კოლექციის რეკლამირებას. ბარბადოსელი ლამაზმანი, რომელიც თავისივე ბრენდის ამბასადორია, ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს.
ერთ-ერთ ფოტოზე, 30 წლის ვარსკვლავი თეთრი ქალის თეთრეულით პოზირებს, თავზე კი ამავე ფერის ფატა უკეთია.
საინტერესოა, რომ რირი ამ ვიზუალით არა მხოლოდ ფოტოებზე, არამედ კოლექციის სარეკლამო რგოლშიც მოგვევლინა, რომელშიც შემსრულებელი სხვა მოდელებთან ერთად მონაწილეობს.
მომღერლის თქმით, კოლექციის თემად განსხვავებული გარეგნობის მქონე ქალები იქცნენ, რომელთაც ინდვიდუალური სილამაზე და სინაზე აქვთ. ახალი კოლექციის შექმნაში მას დები, ბელა და ჯიჯი ჰადიდები დაეხმარნენ.