ნიუ-იორკში City Harvest Gala-ის გალა-კონცერტი გაიმართა. წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა რიჩარდ გირი, რომელსაც გვერდს მისი მეუღლე, ალეხანდრა სილვა უმშვენებდა.
74 წლის რიჩარდი შავ კოსტიუმში იყო გამოწყობილი, 41 წლის ალეხანდრას კი შავი კორსეტი-კაბა ამშვენებდა.
მეუღლეები ერთმანეთს თვალს არ წყვეტდნენ და საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდნენ.
ცნობისთვის, წყვილი 2019 წელს დაქორწინდა, მათ ორი შვილი ჰყავთ.
73 წლის რიჩარდ გირი ახალგაზრდა მეუღლეს თვალს ვერ სწყვეტს



