LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკარდ იოზვიაკი: „საქართველოს შესახებ დებატები დასრულდა, უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ, თუმცა ევროკომისია ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას განსახილველად წამოაყენებს“

264
რიკარდ იოზვიაკი

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის დებატები დასრულდა – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ პტალფორმა X-ზე წერს.

„განსაკუთრებული არაფერი, ერთადერთი ნეგატიური, რაც მაგიდაზე უდევთ, დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვების შემოღებაა“ – ირაკლი კობახიძე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე

როგორც იოზვიაკი აღნიშნავს, ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი ევროკომისიამ განსახილველად, შესაძლოა, ამ კვირაში წამოაყენოს:

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს შესახებ დებატები დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ.

თუმცა, ევროკომისია განსახილველად წამოაყენებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას ქართველი დიპლომატებისთვის, შესაძლოა ამ კვირაში. ამისთვის კვალიფიციური უმრავლესობა არის“, – წერს რიკარდ იოზვიაკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g