მაქსიმუმ სამ წელიწადში, რიკოთზე იქნება ავტობანი, – ამის შესახებ ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მონაკვეთი დაყოფილია ოთხ ლოტად (F1, F2, F3, F4) და დონორების მოძიების პროცესიც დასრულებულია. პირველი ლოტის მშენებლობას მსოფლიო ბანკი აფინანსებს, მეორე, მესამე და მეოთხე ლოტებს კი ”აზიის განვითარების ბანკი” ”აზიის საინვესტიცო ბანკთან” ერთად.
ნოდარ ჯავახიშვილის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში F1 ლოტის დეტალური დიზაინის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდება.
”დეტალური დიზანის საკითხი დანარჩენ სამ ლოტზე მაქსიმუმ ერთ თვეში გადაწყდება. იმედი გვაქვს, წლის ბოლოს ჩვენ გვექნება უკვე დეტალური დიზაინის პროექტები და გამოვაცხადებთ ტენდერს შემსრულებელზე. ანუ მომავალ წელს სამუშაოები უნდა დავიწყოთ. რაც ადრე დავიწყებთ მით უკეთესი. ეს ინება მაქსიმუმ 30 თვე და ჩვენ უკვე გვექნება რიკოთზე ავტობანი” – განუცხადა ”ფორტუნას” ჯავახიშვილმა.