LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიმა ბერაძე: „თუ ქვეყანას სჭირდება ჩემი დასანქცირება, მზად ვარ, დამასანქცირონ“

174
რიმა ბერაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, რიმა ბერაძის განცხადებით, უმრავლესობის გუნდში ერთობაა და დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება.

„რა თქმა უნდა, ვეტო დაძლეული იქნება, კანონი შევა ძალაში“ – დავით მათიკაშვილი

რიმა ბერაძემ ამის შესახებ „პალიტრანიუსთან“ ისაუბრა და ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ შესაძლო სანქციებისთვის მზად არის.

„გუნდი ერთიანი და მთლიანია. პირველ, მეორე და მესამე მოსმენაზეც გუნდი ერთიანი იყო. გუშინ, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ვეტო იქნა დაძლეული, რა თქმა უნდა, დღესაც ვეტო დაძლეული იქნება, გუნდში მტკიცე ერთიანობაა..

[სანქციებზე] დიდი ხანია გვესმის, გვემუქრებიან ამ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, თუ ჩემს ქვეყანას სჭირდება ჩემი დასანქცირება და ჩემი ქვეყანა უკეთესად ივლის ამ გზით, რასაც ჰქვია ვეტოს დაძლევა და ამ კანონის მიღება, მზად ვარ, რომ დამასანქცირონ.

მიმაჩნია და ვფიქრობ, რომ ამ კანონით ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი, ქვეყანაში გამჭვირვალობა იქნება, ასევე ყველაზე მთავარი – შენარჩუნდება მშვიდობა, რისთვისაც ჩვენი გუნდი იბრძვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი გუნდი მზად არის, ქვეყანაში მშვიდობა და უკეთესი მომავალი იყოს“, – განუცხადა რიმა ბერაძემ „პალიტრანიუსს“.

კალაძე სანქციებზე: არ მაქვს ამის პრობლემა, პირდაპირ გეტყვით, როდესაც ქვეყნის ინტერესი დგას პირველ ფლანგზე, საკუთარი თავი აქ ნაკლებად საინტერესოა – საქართველო არასდროს იქნება ვინმეს კოლონია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g