LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიოში კრიმინალი გრძელდება: ბანდიტებმა მონტენეგროელი ჩინოვნიკები დააყაჩაღეს

27

რიოში დამნაშავეებმა მონტენეგროს ოლიმპიური კომიტეტის ჩინოვნიკები გაძარცვეს.

მძარცველები სტუმრებს თავს აეროპორტიდან მიმავალ გზაზე დაესხნენ. ბანდიტებმა ჩინოვნიკების ავტომობილი გააჩერეს, ცეცხლასროლი იარაღი მიადეს და უბრძანეს ხელებაწეულები გადმოსულიყვნენ, წაართვეს პირადი ნივთები და გაიტაცეს ავტომობილი.

მონტენეგროს ოლიმპიური კომიტეტის პრეს-სამსახურმა ეს ინფორმაცია დაადასტურა.

ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. შესაძლოა, სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ რიოს პოლიცია გამოძიებას აწარმოებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები