LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რის გამო გვინაწყენდებიან ქალბატონები ყველაზე ხშირად

29

ყველა მამაკაცს ჰქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც ქალბატონი უმიზეზოდ განაწყენებულა და მოხდა რამე? უპასუხოდ დაუტოვებია. რა თქმა უნდა მათ განაწყენებას მიზეზებიც აქვს, თუმცა ამის შესახებ თქვენ ჯერ კიდევ არ იცით. გაინტერესებთ რა სწყინთ ქალბატონებს ყველაზე ხშირად? აი რაშია საქმე.

 

თვალის სხვისკენ გაქცევა

ასეთ საქციელს ვერც ერთი ქალბატონი გულგრილად ვერ შეხვდება. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც ამბობენ, რომ ამის პატიება შეუძლიათ. რა თქმა უნდა ეს ტყუილია. ასე რომ, გაითვალისწინეთ: თუ ქალბატონი გადაჭრით გეუბნებათ იმას, რომ თუ თქვენ სხვა ქალისკენ გაგექცევათ თვალი, ის გაპატიებთ და განაწყენების ნაცვლად, პირიქით გაუხარდება არ დაიჯეროთ. ყველაზე მეტად ქალბატონებს სწორედ ასეთი საქციელი სწყინთ.

არასერიოზული დამოკიდებულება

თქვენი ქალბატონი აუცილებლად გაგინაწყენდებათ იმ შემთხვევაში, როცა ის თავისი მშობლების გაცნობას შემოგთავაზებთ და თქვენგან უარს მიიღებს. ასეთ მომენტებში, მას შეუძლია საერთოდ არაფერი გითხრათ, მაგრამ გაგინაწყენდეთ, რაც ლოგიკურია და მის ადგილზე თქვენც ანალოგიურად მოიქცეოდით. შესაბამისად თქვენს თითოეულ სიტყვას თქვენი მეორე ნახევრისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გაითვალისწინეთ, რომ არასერიოზული დამოკიდებულება ყველაზე მეტად აღიზიანებთ თქვენს საყვარელ ადამიანებს.

უყურადღებობა

ქალებისთვის ყურადღება ძალიან მნიშნველოვანია. არც ერთი მათგან უყურადღებობას არ გაპატიებთ და  თქვენს მიმართ ინტერესაც დაკარგავს. შესაბამისად ნებისმიერი უყურადღებობა შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ და თქვენი მეორე ნახევარი გაანაწყენოთ. სწორედ მსგავსი საქციელი ანაწყენებს ქალბატონებს ყველაზე მეტად. არასდროს დაგავიწყდეთ მისი დაბადების დღე, არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი თარიღები და ეცადეთ, ყოველთვის როცა მასთან ერთად იქნებით, მაქსიმალური მზრუნველობა და ყურადღება გამოიჩინოთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები