LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისთვის დასჭირდა სალომე გოგიაშვილს 112-ის გამოძახება – „ვამაყობ თქვენით…“

19

სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 112-ის გამოძახება დასჭირდა, რადგან ლიფტის კომპანიამ საქმეს თავი ვერ გაართვა.

„მოკლედ, მეგობრებო, მე ხომ აქ ყველაფერს ვწერ, ჰოდა, დღეს დამჭირდა ლიფტიორი, რომ გამომეყვანა გაჭედილი ადამიანი. გამოვიძახე ლიფტების კომპანიიდან ბიჭი, რომელიც მოვიდა და ვერ გააღო კარი, მერე დავრეკე 112-ში და მაშველები გამოვიძახე, რომლებიც ზუსტად ხუთ წუთში მოვიდნენ და ერთ წუთში კარი გამიღეს… ვიკითხე, ნუთუ ასეთი რთული იყო ამ კარის გაღება? და პასუხი გამცეს, ეს ის ლიფტია, რომელიც ყველაზე მარტივად იღებაო. საღოლ ლიფტის კომპანიას! და მადლობა მაშველებს, საოცარი ბიჭები. გაგეხარდება და გეამაყება, რომ ასე გულით უანგაროდ, უცნობი ბიჭები გეხმარებიან. ვამაყობ თქვენით, 112“ – წერს სალომე გოგიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები