რიყის პარკისა და ნარიყალას ციხე-სიმაგრის ერთმანეთთან დამაკავშირებელი საბაგირო გზა გეგმური შემოწმების გამო, 10-დან 20 სექტემბრამდე მგზავრების მომსახურებას შეაჩერებს.
როგორც თბილისის მერიია აცხადებს, მგზავრების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საბაგიროს სისტემატურად უტარდება ტექნიკური დათვალიერება.
“რიყის პარკისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა 2012 წლიდან ფუნქციონირებს და დღეში საშუალოდ 2 500 მგზავრს ემსახურება. ის საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით აშენდა და სისტემატური შემოწმება უსაფრთხოების ნორმის დასაცავად ერთ-ერთი მთავარი პირობაა”, – აცხადებენ თბილისის მერიაში.