რიყის დოქების გასაყიდად ღია ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა. ობიექტის საწყისი ღირებულება 95 მილიონი ლარია.
საპრივატიზებო მოთხოვნების მიხედვით, მყიდველი ვალდებული იქნება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში შექმნას მრავალფუნქციური კომპლექსი, რაც უნდა მოიცავდეს, მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს, თეატრით , საგამოფენო, საკონფერენციო სივრცით ან შექმნას სასტუმრო და ფუნქციონირების დაწყება უზრუნველყოს.
გარდა ამისა, ინვესტორი ვალდებული იქნება 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.
ცნობისთვის, რიყის დოქების გასაყიდად გამოცხადებული ღია ელექტრონული აუქციონი 3 მარტს დასრულდება.