LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიზ უიზერსფუნი და მისი ორეული ქალიშვილი გალა-საღამოზე (ფოტო)

183
riz-uizerspon-news3345

გუშინ ჰოლივუდში გაიმართა გალა-საღამო, რომლის ორგანიზატორიც გამოცემა ,,ჰოლივუდ რეპორტერი” გახლდათ. ღონისძიების საპატიო ჯილდო წელს მსახიობ რიზ უიზერსფუნს ერგო, რომელიც ღონისძიებაზე ოჯახთან ერთად მივიდა. 43 წლის მსახიობს გვერდს მეუღლე, ჯიმ ტოტომი და შვილები, 20 წლის ავა და 16 წლის დიკონი უმშვენებდნენ. მედიაში უკვე არაერთხელ დაიწერა, რომ 20 წლის ავა პოპულარული დედის ორეულია. ახალი ფოტოები ამაში კიდევ ერთხელ გვარწმუნებს.

სტუმრებს შორის ასევე იყვნენ ევა ლონგორია, ოლივია უაილდი, შარლიზ ტერონი და სხვები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g