ცნობილი რეჟისორი რობერტ სტურუა უცნობის გადაცემას სტუმრობდა და ისაუბრა საკუთარ დამოკიდებულებაზე თანამემამულეების მიმართ, რომელთაც, მისი შეფასებით, სამშობლო აღარ უყვართ…
რობერტ სტურუა:
„არჩევნების წინა დღეებში ძალიან ვღელავდი, ახლა მომივიდა სიმშვიდე და იუმორიც გამიჩნდა. ალბათ, მომბეზრდა. 30 წელია, ვცხოვრობთ საგიჟეთში. ორი რამ შევამჩნიე ჩვენს ხალხს. პირველი ის, რომ აღარ უყვართ თავიანთი სამშობლო, ზოგს ჩუმად და ზოგს – ხმამაღლა და ცოტა არ იყოს, ტვინში რაღაც მოხდა, ავირიეთ… ეს არის ყველაზე საშინელი რამ… მართალია, ყველაზე ტვინარეული ბელადი ციხეშია და თითქოს ცოტა უნდა დამშვიდდეს ყველაფერი, მაგრამ არა… გიჟების ერთად ყოფნა აუცილებელია, მაშინ ისინი უფრო დაცულად გრძნობენ თავს. – ჩვენ ვართ ერთად, ე.ი. ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ. რაც მთავარია, როცა ვამბობთ, რომ არ უყვართ საქართველო, მათ უყვართ სააკაშვილი მხოლოდ იმიტომ, რომ… ის, რაც არასდროს მიმაჩნდა, რომ ქართველებს აქვთ არანორმალური სიყვარული ფულის მიმართ, აღმოჩნდა, რომ ამ 30 წელში ქართველები გადაიქცნენ სხვა ქვეყნის შვილებად თითქოს. რის გამოც მე-19 საუკუნეში ქართველები სხვა ერებს დავცინოდით. პიესებიც არის ამის შეახებ დაწერილი. ძალიან უნდათ, ჩაიგდონ ძალაუფლება ხელში, რომ ისევ კარგად იქრუდბაცაცონ. პროფესიონალ ქურდებს არ ვერჩი, აკეთონ თავიანთი საქმე, მათ ქურდბაცაცები დავარქვი“.