რეჟისორ რობერტ სტურუას ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა – ამის შესახებ ინფორმაცია “ფეისბუქზე” რუსთაველის თეატრის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
„დღეს რობერტ სტურუას ძალიან რთული ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია გულზე წარმატებით დასრულდა!
რუსთაველის თეატრი ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს ბატონ რობერტს, გვიყვარხართ!“ – ნათქვამია თეატრის ოფიციალურ გვერდზე.