LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობი უილიამსის კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა!..

117

ვინც რობი უილიამსის თბილისურ კონცერტზე დასასწრები ბილეთების ყიდვა ამ დრომდე გადადეთ, სამწუხაროდ, მათი შეძენის საშუალება აღარ გექნებათ. ყველა ბილეთი გაყიდულია.

შეგახსენებთ, რომ რობი უილიამსის კონცერტის ბილეთები მათი საიტზე განთავსებიდან 28 წუთში, რეკორდული რაოდენობით, 8000 ცალი გაიყიდა.

კონცერტი 27 მაისს, „დინამო არენაზე“ გაიმართება. რობი უილიამსი თავისი ცნობილი შოუთი ჩამოდის. ამ დღისთვის არენაზე სპეციალურად აპარატურა და სცენა დამონტაჟდება. კონცერტზე მომღერლის ყველა ცნობილი ჰიტი შესრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები