რობოტექნიკის განვითარებასთან ერთად, რობოინდუსტრიაც საკმაოდ განვითარდა. რობოტული სამუშაოების გარდა, გონიერმა მოწყობილობებმა ინტუიციური და შემოქმედებითი თვისებებიც შეიძინეს.
დადგა დრო, როცა მოწყობილობები ახალი ტიპის კონკურსისთვის – RobotArt მზად აღმოჩნდა. ეს არაორდინალური კონკურსი იმით გამოირჩევა, რომ მასში რობოტები მათთვის შეუსაბამო დავალებას შეასრულებენ.
აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის კონკურსი გასულ წელსაც ჩატარდა, თუმცა წლევანდელი შეჯიბრი წინა წლისგან იმით განსხვავდება, რომ ხატვის კონკურსი არა სპეციალური ტექნიკური საბეჭდი საშუალებებით, არამედ რეალური საღებავებით განხორციელდება.

კონკურსში 38 ჯგუფია ჩართული. კონკურსის დასრულებიდან რამდენიმე საათში შედეგები გახდება ცნობილი, გამარჯვებული რობოტის მფლობელისთვის დაწესებულია პრიზი 100.000 დოლარის ოდენობით.