როგორც ცნობილია, ლეონარდო დიკაპრიო საცოლესთან, ვიტორია ჩერეტისთან ერთად სარდინიის კუნძულზე, იახტაზე ისვენებს. მედიაში უკვე გავრცელდა ფოტოების სერია. როგორც ირკვევა, 49 წლის ლეო ცურვის დროს მედუზამ დასუსხა.
პაპარაცებმა ლეო მაშინ დააფიქსირეს, როდესაც მის ტრავმირებულ ფეხს, ექიმი ათვალიერებდა. იქვე გახლდათ ვიტორიაც, რომელიც საყვარელ მამაკაცს გვერდიდან არ შორდებოდა და მას უვლიდა.
ფოტოებს უამრავი სახალისო კომენტარი მოჰყვა:
„როცა 25 წლის მოდელების რისხვა გეწევა“, „პატარა ბავშვივით უვლის ვიტორია“