LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა ასაკი თავისას ამბობს“ – ლეონარდო დიკაპრიოს ჯერ მჯდომარე ჩაეძინა, შემდეგ კი წელი გაუკავდა – 50 წლის მსახიობის უახლესი ფოტოები მედიას იპყრობს

896
page

ოსკაროსანი მსახიობი, ლეონარდო დიკაპრიო და მისი საცოლე, ვიტორია ჩერეტი კვლავ იბიცას სანაპიროზე, იახტაზე ისვენებენ. მედიაში 50 წლის ლეოს ახალი ფოტოები გავრცელდა. როგორც ჩანს, ამჯერად დღე მისთვის დამღლელი და ნაკლებად საინტერესო გამოდგა.

მსახიობი ეულად, წელზე პირსახოც შემოხვეული იჯდა, მზეს ეფიცხებოდა, ჰორიზონტს გაჰყურებდა და დროდადრო სთვლემდა. მოგვიანებით მან წყალში ჩასვლა დააპირა, თუმცა აშკარად წელის ტკივილმა შეაწუხა, რადგან გამუდმებით წელზე იკიდებდა ხელს.

ლეონარდოს ფოტოებს, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თავს 32 წლის ბიჭივით გრძნობს, უამრავი სახალისო კომენტარი მოჰყვა.

„როცა ასაკი მაინც თავისას ამბობს“, „წელი გაუკავდა?“, „რა სევდიანია“, „ზის და ახალგაზრდა შეყვარებულს შენატრის“, „მოხუცივით ჩაეძინა“, „აღიარე ლეო, რომ უკვე აღარ ხარ პატარა ბიჭი“.

„ცხოვრების უმეტესი ნაწილი გავლილი მაქვს, მაგრამ თავს 32 წლის ბიჭად ვგრძნობ“ – ლეონარდო დიკაპრიო Esquire UK-ის გარეკანზე და უიშვიათესი ინტერვიუ

ლეონარდო დიკაპრიო დაცვის პოლიციამ ვერ იცნო და მას საგულდაგულო ჩხრეკა ჩაუტარა

ლეონარდო დიკაპრიომ გასახდომად „ოზემპიკს“ მიმართა – 50 წლის ლეო და მისი 27 წლის საცოლე სენ-ტროპეს სანაპიროზე ნებივრობენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები