„მოცეკვავე მილიონერი“, ჯანლუკა ვაკი და მისი მეუღლე, შერონ ფონსეკა ცნობილი ტიკ ტოკერები არიან, ისინი საკმაოდ ხშირად ავრცელებენ სახალისო ვიდეოებს და ამ ვიდეოებში პატარა ქალიშვილ, ბლუ იერუსალიმს სულო უფრო და უფრო ხშირად ვხედავთ.
„დღეს მამასთან უნდოდა დარჩენა“, – ასე დაასათაურა სახალისო ვიდეო ჯანლუკამ, რომელშიც ქალიშვილით ხელში ვარჯიშობს. ემოციურ ფოტოს, სადაც გოგონას მამის მკერდზე სძინავს კი უკვე შერონ ფონსეკა ავრცელებს.
ცნობისთვის, ბლუ იერუსალიმი უიშვიათესი თანდაყოლილი პათოლოგიით, „მგლის ხახით“ დაიბადა, მას დაბადებიდან რამდენიმე თვეში ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს და ახლა პატარა ბლუ თავს შესანიშნავად გრძნობს.