LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა ეს რადიკალური ოპოზიცია ლაპარაკობს, იქნებ სტრიმზე +18 დაედოს“ – ზავრადაშვილი პაპუაშვილს

135
Untitled design (1)

„ბატონო შალვა, წინადადებით შემოვდივარ, როცა ეს რადიკალური ოპოზიცია ლაპარაკობს, იქნებ სტრიმზე +18 დაედოს, ამათი მოსმენა უკვე აღარ შეიძლება“, – ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

ამასთან, ზავრადაშვილმა კითხვებით მიმართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც:

„დიდუბის რაიონში 204-მა ახალგაზრდამ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, ძალიან დიდ ღონისძიებაზე მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად იყვნენ მოსულები. მე იქიდან კითხვებიც წამოვიღე და დანაბარებიც. ეს კითხვებია – „რატომ არ ეძლევა სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაწყებულ გამოძიებას მსვლელობა და რატომ არ ხდება იმ ადამიანების იზოლირება, რომლებმაც გულწრფელი ახალგაზრდებით ისარგებლეს და მათი საშუალებით ქვეყნის ამოტრიალებას ცდილობდნენ; მიგაჩნიათ, თუ არა რომ საჭიროა უფრო მკვეთრი განცხადებების გაკეთება იმ ძალების მიმართ, რომლებიც აქტიურად ცდილობენ გამიჯნონ ერთმანეთისგან ხალხი და მის მიერვე არჩეული ხელისუფლება, ვინც უნდა იყოს ის, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი თუ ევროპარლამენტი.

მაქვს კიდევ ერთი სურვილი, გისურვებთ ქვეყნისთვის კონსტრუქციულ, არამოღალატეობრივი ოპოზიციის ყოლას და პირობაა, რომ პრიგოჟინის პარტიის ქართული ფილიალი, რომლის ლოგოზეც „კასტილი“ უნდა იყოს, არასდროს დაბრუნდება ხელისუფლებაში“, – თქვა ირმა ზავრადაშვილმა.

ცნობისათვის, დღეს, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მოგვიანებით, ირაკლი ღარიბაშვილს დეპუტატებმა კითხვებით მიმართეს.

ელისაშვილი პრემიერს: „რიჟვაძემ თქვა, 2008-ში ომი ლაჩრულად წავაგეთო – მებრძოლებს შეურაცხყოფა მიაყენა, ერთი საჯარო შენიშვნა რატომ არ უთხარით?“ 

ინჯია: იცემა მიშველაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე – ბევრია კიდევ საცემი, მიზეზი რა არის, ბატონო პრემიერო? 

პრემიერი: „ომის პარტიას“ უნდოდა მეორედ გაენადგურებინა ქვეყანა – ჩვენი პოლიტიკა, რეალურად სუვერენული და დამოუკიდებელია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g