LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა ნარკოტიკების მიღება თავისუფლების აქტად ცხადდება, ასეთ ტრაგედიებს ვერ ავცდებით – ჯაღმაიძე შაქარაშვილის საქმეზე

514
BeFunky-collage (1)

“ეკლესიის პოზიცია ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, ყოველთვის არის ტკვილით სავსე, ვუსამძიმრებთ მის ახლობლებს,”- ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც “ტვ პირველთან” საუბარში დეკანოზმა ჯაღმაიძემ აღნიშნა, მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ახალგაზრდებს არ უნდა დაეკისროთ.

“მეორე მხარეა, რომ სხვა ახალგაზრდები არიან უბედურებაში ჩართული და ამ ადამიანების ბედიც წყდება. ესეც ძალიან მტკივნეულია. ზოგადად, პასუხისმგებლობა უფროსმა თაობამ უნდა აიღოს, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს. ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, როდესაც ახალგაზრდებს სჭირდებათ განსაკუთრებული მოპყრობა.

იმ ვითარებაში, რამაც გამოიწვია ტრაგედია, ბევრი შეცდომა იყო დაშვებული და პასუხისმგებლობის დაკისრება მხოლოდ ახალგაზრდებზე სწორი არ იქნება. ჩვენ ყველამ უნდა ვიგრძნოთ ეს პასუხისმგებლობა…

არც ერთ მოწმეს არ ვენდობი, სიმართლეს რომ ამბობდნენ აქამდე საქმე ბოლოში გვექნებოდა გაყვანილი – შაქარაშვილის ბიძა

დღეს ახალგაზრდას ვინმეს დაჩაგვრა ვაჟკაცობა ჰგონია, ხოლო უფროსის არ მოსმენა თავისუფლება. აღრეულია ფასეულობები, სკოლაში რელიგიის სწავლა აღარ არის, 10-15 წელია მღვდელი ვეღარ შედის სკოლაში. რელიგიის სწავლებით გვინდოდა ადამიანები კაცთმოყვარეებად და შემწყნარებლად გაგვეზარდა.

როცა სახალხო დამცველი ამბობს, რომ ყველას აქვს უფლება იყოს უზრდელი და მეორეს მხრივ ვხედავთ, რომ ნარკოტიკების მიღება თავისუფლების აქტი და ევროპიზაციაა, ჩვენ ვერ ავცდებით ასეთ ტრაგედიებს“,- თქვა ჯაღმაიძემ.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულებს ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვს წარდგენილი.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

უწყება აცხადებს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის შემდეგ საქმეს შესაბამისი შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა.

უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g