„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ლადო ბოჟაძე, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას ეხმიანება და ფოტოსურათს ავრცელებს, რომელზეც სააკაშვილის მხარდამჭერების მცირე რაოდენობაა ასახული.
„ის საოცარი წამი, როცა ჩამოსვლით და რევოლუციით იმუქრები, მაგრამ 423 პარტიული აქტივისტის გარდა არავის ადარდებ და ყველასთვის სულერთი ხარ,“ – წერს ბოჟაძე ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქციას მართავენ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართულ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია სააკაშვილის გადაადგილების შესახებ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.
იქ, სადაც ახლა სააკაშვილია, პატივია მისთვის – ნიკა მელია