LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იქ, სადაც ახლა სააკაშვილია, პატივია მისთვის – ნიკა მელია

127
nika da miSa

ბრძოლა გრძელდება ბოლომდე, ის გაგრძელდება გამარჯვებამდე და გამარჯვება ძალიან მალე დადგება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ რუსთავის ციხესთან განაცხადა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

როგორც მან აღნიშნა, მალე ყველა ადამიანი დარწმუნდება იმაში, რომ ცვლილებები ერთადერი სწორი გამოსავალია.

სააკაშვილის გზავნილი აქციის მონაწილეებს: მესმის თქვენი ხმა, ბრძოლის სურვილი მიათმაგდება, “ვაწვებით” გამარჯვებამდე

„ამ გამარჯვებით ყველა მოხარული იქნება, მათ შორის ყველა ის ადამიანი, ვინც დღესაც ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ არის ამ ქვეყნის მომავალი. ის ადამიანები დარწმუნდებიან, რომ ცვლილებები ერთადერთი სწორი გამოსავალია.

ჩვენ ბევრი დრო არ გვაქვს, დიდხანს ვერ დავიცდით. ამიტომ ყველა ძალის გაერთიანება, სრული მოტივაცია და ბოლომდე დახარჯვა, ბრძოლის ველზე ყველაფრის დადებაა საჭირო. გამარჯვება უნდა მოვუტანოთ ამ ქვეყანას, როცა არჩევნებს დანიშნავენ“,- განაცხადა მელიამ.

მელია ამბობს, რომ ამ ბრძოლაში არავის დამარცხება არ უნდათ.

„ჩვენ ამ ბრძოლაში არავის დასამარცხებლად არ მივდივართ. ჩვენ რა განგვასხვავებთ ბიძინა ივანიშვილისგან? ჩვენ გავაკეთებთ არ იმას, რაც მან გააკეთა – მიიტაცა სახელმწიფო.

ჩვენ გვინდა, სახელმწიფო  იყოს მიტაცებული და გვქონდეს  განვითარების შანსი. უნდა ვაშენოთ პოლიტიკური სახელმწიფო, სადაც მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა ერთად იცხოვრონ და პოლიტიკურ ციხეში შესვლა გამოსვლა ტრადიციად არ იქცევა.

თუ ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ რადგან მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, ამით მათ ამცირებს, ცდება. პირადად ვფიქრობ, რომ სრულიად პირიქითაა.  იქ, სადაც ახლა მიხეილ სააკაშვილია, პატივია მისთვის“, – აცხადებს ნიკა მელია რუსთავის ციხესთან, სადაც ამ წუთებში  აქცია მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g