როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო წინასწარ გაწერილი გეგმით და ორგანიზატორებთან შეთანხმებით მოქმედებს, შეუძლია სრულად უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხოება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებებზე საუბრისას განაცხადა.
“ყველა ღონისძიებაზე, რომელიც 5 ივლისამდე იყო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეძლო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.”
მისივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მობილიზებულია.
„ვხედავთ, რომ ეს დღეები უსაფრთხოების სრული უზრუნველყოფა მიმდინარეობს. თუ გავიხსენებთ შარშანდელ ღონისძიებებსაც, მაშინაც ყველა ღონისძიებაზე, რომელიც 5 ივლისამდე იყო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეძლო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. უბრალოდ, იცით, რომ 5 ივლისი იყო ექსტრაორდინალური სიტუაცია, რომელსაც არავინ ელოდა, მოულოდნელად აგრესია წარიმართა ჟურნალისტების მიმართ.
ამიტომ, ვხედავთ, რომ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო წინასწარ გაწერილი გეგმით და ორგანიზატორებთან შეთანხმებით მოქმედებს, შეუძლია სრულად უზრუნველყოს ამ ღონისძიების უსაფრთხოება“, – აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.