LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა ტოტალური მოსმენის კამპანიას იწყებ და ყველას უსმენ, იქ ბუნებრივია, დიპლომატიც გაერევა: ალექსანდრე რაქვიაშვილი

39
ალექსანდრე რაქვიაშვილი

„ცუდი შემთხვევაა, როცა ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობა ასე გვიფუჭდება, მაგრამ მთავარია მინიშნება, რამდენად საშიში შეიძლება იყოს უკონტროლო ძალაუფლება,“ – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ამ შემთხვევაში, სუს-ის ძალაუფლება და ასე სპეცსამსახურების დატოვება არ შეიძლება. რაქვიაშვილის თქმით, საჭიროა კონტროლის ისეთი მექანიზმები, რითაც შესაძლებელი იქნება ამგვარი პრობლემის თავიდან არიდება.

„გვჭირდება მათ შორის ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც ამდაგვარ პრობლემას მოგვარიდებს, ხალხი ერთმანეთს ტოტალურად რომ არ უსმენდეს. ვინც გადაიღო, პირველ რიგში, ის არის დამნაშავე, მაგრამ ვინც ეს გამოიტანა და გაავრცელა, პასუხისმგებლობის თავისი წილი აქვს.

როცა ტოტალური მოსმენის კამპანიას იწყებ და ყველას უსმენ, იქ ბუნებრივია, დიპლომატიც გაერევა. თუ ყველა მღვდელს, პოლიტიკოსს და ჟურნალისტებს უსმენ, ამ ხალხს დიპლომატებთან კომუნიკაცია არ ექნებათ?

ავტომატურად დიპლომატსაც მოუსმენ. ამაშია პრობლემა. იდეაში, სასამართლომ უნდა გასცეს სანქცია მოსმენაზე. თუ რეალური სასამართლო გყავს, ასეთი რამ არ მოხდებოდა“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში დაიბარეს

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, შეხვედრა ბრიუსელში გუშინ, ევროკავშირის სათავო ოფისში შედგა. დიპლომატი გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ დიპლომატებსაც უსმენენ და თქვა, რომ ევროკავშირი ამას არ უყურებს, როგორც ნორმალურ მოვლენას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g