,,ამერიკული მუსიკის დაჯილდოებაზე”, რომელიც 26 მაისს, ლას-ვეგასში გაიმართება, როდ სტიუარტი საპატიო პრემიას მიიღებს. სტიუარტი დაჯილდოების ისტორიაში მეორე არტისტი გახდება, ვისაც მისი შემოქმედებისა და თითქმის ექვსი ათწლეულის განმავლობაში მუსიკაში შეტანილი შეუდარებელი წვლილისა და გავლენისთვის სპეციალურ ჯილდოს გადასცემენ. პირველად, პრესტიჟული პრიზი 2017 წელს, დაიანა როსს მიანიჭეს.
ლეგენდარული ბრიტანელი მომღერალი საღამოზე სპეციალური პერფორმანსითაც წარდგება, რომელსაც ის სატელევიზიო სივრცეში, 2004 წლის შემდეგ გამართავს.
ცნობისთვის, როდ სტიუარტი American Music Awards-ის ოთხგზის გამარჯვებულია.
შეგახსენებთ, რომ დაჯილდოების კიდევ ერთ საპატიო პრემიას, ჯენეტ ჯექსონი მიიღებს.
ჯენეტ ჯექსონი American Music Awards-ზე სპეციალურ პრემიას მიიღებს
კენდრიკ ლამარი American Music Awards-ის ტოპ ნომინანტია – დაჯილდოების ნომინანტთა სია ცნობილია