LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდემდე გაგრძელდება ტურიზმის მხარდაჭერა სახელმწიფო ბიუჯეტიდან?

103

საქართველოს მთავრობა გამოყოფს თანხებს ბიუჯეტიდან და გააგრძელებს ტურიზმის მხარდაჭერას, სანამ ვიზიტორთა რაოდენობა 11 მილიონს არ მიაღწევს. ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სამი მსოფლიო დონის ტურისტულ სკოლასთან, რათა ისინი საქართველოში შემოვიდნენ და ქართულ მხარეს მენეჯმენტის გადამზადებაში დაეხმარონ.

„ესენია ამერიკული, შვეიცარული და ფრანგული ტურისტული სკოლები. მათი შემოყვანა დაგვეხმარება მენეჯმენტის გადამზადებაში,  რათა გავზარდოთ და გავაძლიეროთ ის ცოდნა,  რომელიც ჩვენ გვჭირდება ამ მიმართულებით ხარისხიანი პროდუქტის მისაღებად.“- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„ტურიზმის სტრატეგია 20/25“ მოიცავს 8 სტრატეგიულ მიმართულებას, 50 პრიორიტეტულ აქტივობას და 110 გასატარებელ ღონისძიებას.

 

magti 5g